#სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კვლევა #საგრანტო კონკურსი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის

07 აპრილი 2022, 17:08 16263 ნახვა

#სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კვლევა #საგრანტო კონკურსი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის

#კონტაქტი

ხუთშაბათობით „კონტაქტი“ სხვადასხვა აქტუალურ კვლევას, კონკურსს და პროექტს ეთმობა.

დღევანდელი, 7 აპრილის გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტის თვითშეფასების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის კვლევის შედეგებზე. კვლევა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ბათუმსა და ხელვაჩაურში, ჩაატარა. „კონტაქტის“ სტუმარი იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მკვლევარ-ასისტენტი ნინო მღვდელაძე.

გადაცემის მეორე ნაწილი საგრანტო კონკურსს დაეთმო.კონკურსი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში , სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის გამოცხადდა. საგრანტო კონკურსის პირობებზე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მეწარმეობის განვითარების პორტფელის მენეჯერმა ანა ილურიძემ ისაუბრა.