10 აპრილი 2022, 15:06 3948 ნახვა

ბიზნესის მუშაობა კრიზისში

მცირე და საშუალო მეწარმეთა პირველი ბიზნეს ფორუმი აჭარაში და მსჯელობა გამოწვევებზე - რა სირთულეების წინაშე დააყენა ბოლოდროინდელმა კრიზისებმა კომპანიები და როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები - შეკითხვებს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის დირექტორი გიგა ფაიქიძე პასუხობს. თებერვალში საქართველოში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რიცხვი, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით შემცირდა - რა სირთულეებს განიცდის მცირე და საშუალო ბიზნესი აჭარაში და რა პროგრამები არსებობს მათ მხარდასაჭერად - კითხვებს აჭარის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავჯდომარე ლაშა ბოლქვაძე პასუხობს. დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა იანვარში 39.8%-ით, ხოლო თებერვალში 27.3%-ით გაიზარდა - რა ხარვეზები აქვთ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს მარკეტინგულ გათვლებში და როგორ შეიძლება მათი გამოსწორება - კითხვებს მართვის კომპანია "GGM"-ის მმართველი გენო გელაძე პასუხობს.