17 აპრილი 2022, 16:24 3022 ნახვა

სანქციები, რუსეთი და საქართველო

გემიდან - გემზე ოპერაციები ენერგომატარებლების გადაზიდვისას, ანგარიშსწორება ნაღდი ფულისა და კრიპტოვალუტის გამოყენებით და სავაჭრო-ფინანსური მანიპულაციები - კიდევ როგორია სანქციებისგან თავის არიდების არსებული პრაქტიკა და რამდენად შესაძლებელია მათი გამოყენება საქართველოში - შეკითხვებს ანალიტიკოსი დავით შატაკიშვილი პასუხობს.

 დასავლური სანქციების ამოქმედების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა ანგარიშების გახსნა ჩინეთის სახელმწიფო ბანკის მოსკოვის ფილიალში დაიწყეს - რა რესურსები გააჩნია ფედერაციას შეზღუდვების დასაძლევად - შეკითხვებს ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისი"-ს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების დირექტორი დავით აფციაური პასუხობს.

 მოითხოვს თუ არა რუსეთი, სანქციებისთვის თავის ასარიდებლად, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და "მტრულად განწყობილთა სიაში" არშეყვანილი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისგან, მათ შორის საქართველოსგან, დახმარებას და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ეს - შეკითხვებს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე პასუხობს.