გაზაფხული და ჩვენი ორგანიზმი
აღიარებული ფაქტია, რაც უფრო ძლიერია იმუნური სისტემა მით უფრო მდგრადია ორგანიზმი ნებისმიერი ინფექციისადმი. როგორ დავეხმაროთ საკუთარ იმუნურ სისტემას გამართულად მუშაობაში? ექსპერტების აზრით ამისთვის არსებობს ორი გზა. პირველი - სტრესის მართვა , რადგან სტრესი და ნეგატივი ზრდის ორგანიზმის მიდრეკილებას სხვადასხვა დაავადებისადმი და მეორე -მთავარი და მნიშვნელოვანი გზა, ორგანიზმის ყოველდღიური მომარაგება აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით.
რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის მიკროელემენტებსა და ვიტამინებს და როგორ უნდა შეივსოს მარაგი -ამაზე დღევანდელი, 3 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ექიმი - ენდოკრინოლოგი ლია ჯაში.