შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე

05 მაისი 2022, 17:27 15502 ნახვა

შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე

#კონტაქტი

5 მაისს ევროპის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე აღინიშნება.

ამ დღის მთავარი მიზანია იმ მითებისა და სტერეოტიპების დანგრევა, რომლებიც შშმ პირებს ხელს უშლის, იცხოვრონ აბსოლუტურად თავისუფლად.

თარიღის აღნიშვნას რამდენიმე წელია საქართველოში არსებული ის არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან , რომლებიც შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობენ.

დღევანდელი, 5 მაისის გადაცემა ამ თემას დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის დამოუკიდებელი ცენტრის იურისტი რამინ მაჭარაშვილი.ტელეფონით გვერთვებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა ციცაგი.