თვალის დაავადებები
ტრადიციულად ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.
„თვალის დაავადებები , მკურნალობა და პრევენცია“ იყო დღევანდელი, 10 მაისის გადაცემის თემა.
თვალი უნიკალური ორგანოა . მისი მეშვეობით აღვიქვამთ გარემოს, ამიტომ განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეულმა თუნდაც უმნიშვნელო დაზიანებამ შესაძლოა მხედველობის გაუარესება და სიბრმავე გამოიწვიოს.
რა ფაქტორები ზემოქმედებს თვალზე , თვალის რომელი დაავადებებია ფართოდ გავრცელებული, თანამედროვე მედიცინა მკურნალობის რა მეთოდებს იყენებს და პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია თუ არა ჯანმრთელი თვალის შენარჩუნება -ამაზე ოფთალმოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ელიდა ხვედელიძემ ისაუბრა.