ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე
12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა და ამასთან საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე - იმედის დღე.
წმინდა ანდრია მოციქულმა პირველმა იქადაგა ღვთის სიტყვა საქართველოში. იგი პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა.ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის, ხოლო 13 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს.
რა კვალი დატოვა ანდრია პირველწოდებულმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ,რამდენად გაცნობიერებული გვაქვს ამ დღესასწაულის მნიშვნელობა და როგორ აღინიშნა იგი დიდაჭარაში -ამაზე დღევანდელი, 12 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო თეოლოგი ზაზა კილაძე.
დიდაჭარიდან ტელეფონით გვერთვებოდა ისტორიის დოქტორი, პროფესორი, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ნაილა ჩელებაძე.