პოლიქლორირებული ბიფენილები - გლობალური საფრთხე ეკოლოგიისთვის...

00:00
00:00
Download
23 მაისი 2022, 14:13 8987 ნახვა

პოლიქლორირებული ბიფენილები - გლობალური საფრთხე ეკოლოგიისთვის...

21 საუკუნის ერთ-ერთი გამოწვევა ნარჩენების მართვაა, სწორედ ამიტომ დღეს გადაცემის მთავარი თემა იქნება - ეკოლოგიური საფრთხე, პოლიქლორირებული ბიფენილები, რომლებიც მიეკუთვნება სახიფათო ქიმიური დამამაბინძურებლების კლასს, რომელიც სერიოზულ გლობალურ საფრთხეს უქმნის ადამიანს და გარემოს. ისინი გამოიყენება სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა - ტრანსფორმატორები, კონდენსატორები, ნათურის სტარტერები, კაბელები, სითბოს გადამცემი სითხეები, ცეცხლსაქრობი სისტემები, საღებავები, ბეტონი და ბათქაში და ასე შემდეგ...

პროექტის განმახორციელებლებია - გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია, კავკასიის რეგიონული განვითარების ცენტრთან პარტნიორობით, ხოლო დამფინასებელი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი.

თემასთან მიმართებაში კითხვებზე გვპასუხობს,  გარემოსდაცვითი კონსულტანტი ნარჩენებისა და ქიმიური მართვის საკითხებში -  ირაკლი ლეგაშვილი.