#მოლაშქრეთა კლუბი ქედაში#ბსუს-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკა გერმანიაში
# „კონტაქტი“
პარასკეობით „კონტაქტი“ ტურიზმის სფეროს ეთმობა.
დღევანდელი, 27 მაისის გადაცემის პირველ ნაწილში მოლაშქრეთა კლუბის „ბედნიერი ბილიკები“ მიზანზე,პირობებზე, რეგისტრაციის ვადაზე ასევე, ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ აქტივობებზე - ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა რაულ ცინცაძემ ისაუბრა.
გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების ანაზღაურებად პრაქტიკას გერმანიაში, რაც რამდენიმე წელია ხორციელდება.25 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტს შორის გაფორმდა
თანამშრომლობის მემორანდუმი , რაც პროცესის უწყვეტობის გარანტი იქნება.
„კონტაქტის“ სტუმარი იყო ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ირაკლი კორძაია .