გულის რითმის მსოფლიო კვირეული
# „კონტაქტი“
ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.
7- 13 ივნისი გულის რითმის მსოფლიო კვირეულია. კვირეულის მიზანია არითმიის მქონე ადამიანების დიაგნოსტიკის, მკურნალობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, დაავადების აქტუალობაზე ყურადღების მიპყრობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
დღევანდელი, 7 ივნისის გადაცემაში გულის რითმის დარღვევის მიზეზებზე, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე და პრევენციაზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი, „მედცენტრის“ გულ-სისხლძარღვთა და ინტერვენციული კარდიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი იოსებ სიხარულიძე.