მონაწილეობითი ბიუჯეტი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში

16 ივნისი 2022, 17:33 12874 ნახვა

მონაწილეობითი ბიუჯეტი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში

# „კონტაქტი“

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ აქტულურ პროგრამას ან პროექტს ეთმობა.

დღევანდელი, 16 ივნისის გადაცემაში ვისაუბრეთ პროგრამაზე „მონაწილეობითი ბიუჯეტი“, რომელიც შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში პირველად ხორციელდება. პროგრამის მხარდამჭერია „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“. საინფორმაცია კამპანიას ატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე.

ტელეფონით გვერთვებოდნენ: შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე ; ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ნადიმ ვასაძე.