საზაფხულო სკოლები

30 ივნისი 2022, 17:15 12875 ნახვა

საზაფხულო სკოლები

# „კონტაქტი“

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“სხვადასხვა აქტუალურ პროგრამას ან პროექტს ეთმობა.

დემოკრატიის ინსტიტუტმა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ - ფარგლებში გამოაცხადა მიღება ბაკურიანის საზაფხულო სკოლაში , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ბათუმში, ქობულეთში ,ქედაში და სწავლობენ აგრარული ან ტურიზმის მიმართულებით

ამ თემაზე დღევანდელი, 30 ივნისის გადაცემის პირველ ნაწილში დემოკრატიის ინსტიტუტის მცირე საგრანტო პროექტების მიმართულების მენეჯერმა დეა დარჩიამ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიის ერთობლივ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას ლინგვოპოლიტოლოგიაში თემაზე: „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“. „კონტაქტის“ სტუმარი იყო ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანა ცეცხლაძე.