"ჰორიზონტი ევროპა"
ორშაბათობით "კონტაქტში" განათლებასა და მეცნიერებაზე ვსაუბრობთ
გასული წლის ბოლოს ევროკომისიამ და საქართველომ ბრიუსელში ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის პროგრამასთან, „ჰორიზონტი ევროპა“ (2021-2027), ასოცირების სტატუსს ანიჭებს.
სწორედ ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი.
Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
სულ ცოტა ხნის წინ Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი ბსუ-ში გაიხსნა
სწორედ მის საქმიანობაზე ვისაუბრეთ დღევანდელ გადაცემაში
"კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო შოთა როდინაძე- ბსუ-ში Horizon Europe-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორი