ელექტრონული კომერციის უფასო ტრენინგები
# „კონტაქტი“
ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ აქტუალურ პროექტს ან პროგრამას ეთმობა.
დღევანდელი, 21 ივლისის გადაცემაში ვისაუბრეთ პროექტზე „ახალი უნარები და შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესს ვაჭრობის განვითარებისათვის“ , რომლის ფარგლებში 26, 27 და 28 ივლისს ბათუმში, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ელექტრონული კომერციის უფასო ტრენინგები ჩატარდება.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ნინო დოლიძე , აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე და ეკატერინე თარგამაძე,პროექტის „ახალი უნარები და შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესს ვაჭრობის განვითარებისათვის“ კოორდინატორი.