ჰეპატიტი

26 ივლისი 2022, 17:17 11851 ნახვა

ჰეპატიტი

# „კონტაქტი“

ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. ამ დღის მიზანი ვირუსული ჰეპატიტების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი ადამიანია ვირუსული ჰეპატიტით ინფიცირებული და დიდმა ნაწილმა ამის შესახებ არ იცის.

ჯანმო ყველა ქვეყანას მოუწოდებს ერთობლივად იმუშაონ 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციაზე.

საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა .პროგრამაში ჩართული პაციენტების განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.

დღევანდელი, 26 ივლისის გადაცემაში ჰეპატიტით დაინფიცირების გზებზე, სიმპტომებზე, მკურნალობასა და პრევენციაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“სტუმრები იყვნენ: ექიმი -ინფექციონისტი ლალი საღარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი.