31 ივლისი 2022, 16:06 2671 ნახვა

კრიზისი შრომის ბაზარზე

2019-2021 წლებში აჭარაში უმუშევრობის დონე ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა - რა აჩვენა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებულმა შრომის ბაზრის მონიტორინგმა რეგიონში - კითხვებს კვლევის ავტორი, გამოყენებითი კვლევების კომპანიის (ARC) პარტნიორი ხათუნა ნაჭყებია პასუხობს.

 გამოყენებითი კვლევების კომპანიის მიერ აჭარაში შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგად 300 თავისუფალი ვაკანსია და რამდენიმე კადრების დეფიციტის მქონე სექტორი გამოვლინდა - რა სპეციფიკით ხასიათდება შრომის ბაზარი აჭარაში და რატომ უჭირს კომპანიების ნაწილს ვაკანსიების შევსება ბიზნესისთვის ცხელ და აქტიურ პერიოდში - კითხვებს ეკონომისტი ნონა ხუჯაძე პასუხობს.

 შრომის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში აჭარაში გამოკითხული კომპანიების უმრავლესობა პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს - რატომ იჩენს დაბალ ინტერესს ბიზნესი კადრების ძირითადი მიმწოდებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ და რა უნდა გაკეთდეს ვითარების შესაცვლელად - კითხვებს პროფესიულ კოლეჯ "ბლექსი"-ს დირექტორი გიორგი გოგიტიძე პასუხობს.