აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ 

16 სექტემბერი 2022, 17:32 10935 ნახვა

აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ 

# „კონტაქტი“

დღევანდელი, 16 სექტემბრის გადაცემა დაეთმო აჭარის აკადემიურ ანსამბლს „არსიანი“ 

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს საუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი 1921 წელს დაარსდა და 1922 წლის 11 ივლისს გამართა პირველი კონცერტი. 1961 წელს მიენიჭა დამაარსებლის- მელიტონ კუხიანიძის სახელი, 2016 წელს კი აკადემიური ანსამბლის სტატუსი და გახდა საქართველოში მეორე აკადემიური ანსამბლი „ერისიონის“ შემდეგ. 2017 წელს აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „არსიანი“ ეწოდა.

აჭარის აკადემიურმა ანსამბლმა არსებობის მანძილზე ქართულ კულტურას არაერთი გამორჩეული ხელოვანი აჩუქა. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მაყურებელს კი გააცნო ეროვნული სასიმღერი და საცეკვაო ფოლკლორის ნიმუშები.

ამჟამად რა გამოწვევების წინაშეა აჭარის აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ -ამაზე „კონტაქტის“ სტუდიაში მისმა დირექტორმა, ქართული ქორეოგრაფიის ბრწყინვალებისა და ამაგდარის ორდენის კავალერმა გიორგი ჭანიშვილმა ისაუბრა.