წელს საქართველოში ფაროსანას რაოდენობამ და გავრცელების არეალმა დაიკლო.

19 სექტემბერი 2022, 17:28 6585 ნახვა

წელს საქართველოში ფაროსანას რაოდენობამ და გავრცელების არეალმა დაიკლო.

გადაცემაში ფაროსანას შესახებაა საუბარი, იგივე აზიური ბაღლინჯო, რომელიც  წარმოადგენს მავნებელ მწერს და იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში  2016 წელს გავრცელდა და იმავე წლის მოსავლის უმეტესება დააზიანა. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს. გავიგოთ რა მდგომარეობაა წელს, რამდენად იკლო მისი გავრცელების არეალმა, ასევე რა გაკეთდა მის საწინააღმდეგოდ. კითხვებზე გვპასუხობს; სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკო მესხი.