საზაფხულო სკოლა ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში
# „კონტაქტი“
ხუთშაბათობით „კონტაქტი“ სხვადასხვა პროექტს ან პროგრამას ეთმობა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს პროგრამის ფარგლებში საზაფხულო სკოლა გაიხსნა „კონსტიტუციური დემოკრატია ევროპის კავშირში: ძირითადი გამოწვევები და საქართველო“ , რომელშიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპისმცოდნეობის და საჯარო მმართველობის სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობენ.
დღევანდელი,22 სექტემბრის გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ:
მალხაზ ნაკაშიძე , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი , ანი ხუციშვილი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და ანზორ გოგობერიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი .