ტურისტული პროექტები
# „კონტაქტი“
ზაფხულის ტურისტული სეზონი დასრულდა. კოვიდპანდემიის შემდეგ პირველი ზაფხული იყო, როდესაც ვიზიტორების სიმრავლე აშკარად იგრძნობოდა. გამომდინარე იქიდან, რომ აჭარა წელიწადის ოთხივე დროს ტურისტებისთვის მიმზიდველი რეგიონია , ტურიზმზე საუბარი ყოველთვის აქტუალურია.
დღევანდელი, 23 სექტემბრის გადაცემაში მიმდინარე პროექტებზე და უახლოესი პერიოდის გეგმებზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ლელა გოგუაძე, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი და მიხეილ კოპლატაძე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსი .