#სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალი „მაჭახელი"#ეთნო-არქეოლოგიური ექსპედიცია შუშანეთში

30 სექტემბერი 2022, 17:10 10431 ნახვა

#სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალი „მაჭახელი"#ეთნო-არქეოლოგიური ექსპედიცია შუშანეთში

# „კონტაქტი“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ჟურნალის „მაჭახელი“ ახალ ნომერზე მუშაობს. სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალი „მაჭახელი“2007 წელს დაფუძნდა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ. დღევანდელი, 30 სექტემბრის გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრეთ. ასევე, შევეხეთ ინსტიტუტის მკვლევარების მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კირნათის თემში მდებარე სოფელ შუშანეთში ჩატარებულ ეთნო-არქეოლოგიურ ექსპედიციას და მის შედეგებს. „კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო როინ მალაყმაძე-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი და  სულხან მამულაძე-ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ -თანამშრომელი