„ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“
# „კონტაქტი“
ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების საკითხებს ეთმობა.
დღევანდელი, 3 ოქტომბრის გადაცემაში ვისაუბრეთ პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ ,რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაზაზე ხორციელდება.
პროგრამის მიზანია უსაფრთხო ლაბორატორიული საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გაღრმავება. აღნიშნულ პროგრამაზე მალე მსმენელთა ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდება.
„კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ რუსუდან ხუხუნაიშვილი, ბსუ-ს პროფესორი, პროგრამის „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ კოორდინატორი და მარიკა მახარაძე, პროგრამის ერთ-ერთი კურსდამთავრებული.