ვარდისფერი ოქტომბერი
# „კონტაქტი“
ყოველ სამშაბათს „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.მას სიმბოლურად „ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ. საერთაშორისო კამპანიის მნიშვნელოვანი ატრიბუტი ვარდისფერი ბაფთაა.
დღევანდელი, 4 ოქტომბრის გადაცემაში „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე და ძუძუს კიბოს გამომწვევ მიზეზებზე , მკურნალობასა და პრევენციაზე ვისაუბრეთ.
‘’კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე და ონკო-ქირურგი,მამოლოგი, პროფესორი რუსლან ბოლქვაძე.