პროგრამები ხელვაჩაურში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის
# „კონტაქტი“
ახალგაზრდობა ის პერიოდია, როდესაც ხდება პიროვნების ჩამოყალიბება და საზოგადოებაში ინტეგრირება. ამ დროს ახალგაზრდები ცდილობენ განავითარონ თავიანთი უნარები და შესაძლებლობები ისე რომ, მოახდინონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება სხვადასხვა სფეროში.მათ ამაში მნიშვნელოვნად ეხმარება ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროგრამები.
დღევანდელი, 26 იანვრის გადაცემაში ვისაუბრეთ პროგრამებზე, რომლებიც მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განხორციელდება.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ხელვაჩაურის მერიის განათლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან დევაძე.