პაპილომავირუსი

31 იანვარი 2023, 17:30 9657 ნახვა

პაპილომავირუსი

# „კონტაქტი“

სამშაბათობით „კონტაქტი“ სამედიცინო თემას ეთმობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გავრცელებული განცხადებით, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 წლამდე ასაკის ქალებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება.

როგორც ცნობილია პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. მედიკოსთა თქმით , რისკების აცილების საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2019 წელს შეიტანეს ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში. იგი თავდაპირველად 10-12 წლის გოგოებისთვის იყო რეკომენდირებული, 2022 წლიდან 13-18 წლის გოგოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, 2023 წელს კი ვაქცინაციის ზედა ზღვარი 26 წლამდე აიწია.

დღევანდელი, 31 იანვრის გადაცემაში პაპილომა ვირუსით გამოწვეულ რისკ-ფაქტორებზე და პრევენციის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნატო ნაკაშიძე და ონკო-გინეკოლოგი ნინო ცისკარიძე.