პროგრამები ახალგაზრდების მხარდასაჭერად
# „კონტაქტი“
ხუთშაბათობით „კონტაქტი“ აქტუალურ პროგრამებსა და პროექტებს ეთმობა.
დღევანდელი, 2 მარტის გადაცემაში ვისაუბრეთ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის იმ პროგრამებზე , რომლებიც აჭარაში მცხოვრებ 18-დან 29 წლის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ ევროპულ გამოცდილებას, გაიძლიერონ მოხალისეობრივი კულტურა, შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები ,განვითარდნენ კარიერულად და მიიღონ გრანტები პროექტების განსახორციელებლად.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტების მართვის სამსახურის უფროსი მარიამ სალუქვაძე.