საპილოტე ექსტენციის მოდელი
# „კონტაქტი“
სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში,რომელსაც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით ახორციელებს ორგანიზაცია „მომავლის ფერმერი“, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ვაშინგტონისა და თბილისის ოფისის წარმომადგენლები, განათლების საერთაშორისო სპეციალისტები, აშშ-ის ცენტრალური სახელმწიფო უნივერსიტეტის Prairie View A&M University - ექსპერტები და „მომავლის ფერმერის” გუნდის წევრები .
დღევანდელი 15 მარტის გადაცემაში აღნიშნული ვიზიტის მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებზე ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ „მომავლის ფერმერის“ პროექტის მენეჯერი ნატალია კლდიაშვილი და ბსუ-ს მოწვეული ლექტორი მამუკა თურმანიძე.