წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

22 მარტი 2023, 17:16 10074 ნახვა

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

# „კონტაქტი“

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ეს დღე 1993 წლიდან აღინიშნება.წყლის რესურსების საერთაშორისო დღის მიზანია მსოფლიო საზოგადოებას შეახსენოს როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.

დღევანდელი, 22 მარტის გადაცემაში წყლის რესურსების დაცვის აუცილებლობასა და ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ .

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე კობა კუპატაძე.

ტელეფონით პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი ნუგზარ პაპუნიძე.