აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის პროფესიული პროგრამები
# „კონტაქტი
ორშაბათობით „კონტაქტი“ განათლების საკითხებს ეთმობა.
დღევანდელი, 3 აპრილის გადაცემაში აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაზე ვისაუბრეთ, სადაც მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიან პროფესიულ მომზადება-გადამზადების პროგრამებზე "ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავე მსახიობი" და "ქართული ხალხური სიმღერის რეპეტიტორი". ასევე, რამდენიმე დღეში გამოცხადდება მიღება სხვადასხვა სპეციალობაზე 2023-24 სასწავლო წლისთვის.
„კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი ვახტანგ ბერიძე და ქორეოგრაფიული განყოფილების და პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელი თამარ მაჭავარიანი .