"ციფრული მედია და ინოვაციები"

10 აპრილი 2023, 17:26 10495 ნახვა

"ციფრული მედია და ინოვაციები"

# „კონტაქტი“

ყოველ ორშაბათს „კონტაქტი“ განათლების საკითხებს ეთმობა.

ბოლო წლების კვლევები აჩვენებს , რომ სოციალური ქსელებისა და ციფრული პლატფორმების მოხმარების მასშტაბი საგრძნობლად იზრდება . ციფრული ტრანსფორმაცია უახლოეს მომავალში ორიგინალური პროდუქტის ხელმისაწვდომობას უფრო კომფორტულსა და მომხმარებელზე კიდევ უფრო ორიენტირებულს გახდის.

თანამედროვე გამოწვევებზე ფეხის აწყობა პროფესიონალი კადრების მომზადებასაც გულისხმობს, რაც ციფრული მედიის მრავალფეროვან და შთამბეჭდავ კონტენტს შექმნის.

სწორედ დროის მოთხოვნა გახდა ბსუ-ში სამაგისტრო პროგრამის „ციფრული მედია და ინოვაციები“ განხორციელების წინაპირობა . აღნიშნული პროგრამის ოთხი სტუდენტი ახლახან ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში სოფიას უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

დღევანდელი, 10 აპრილის გადაცემა სწორედ ამ თემას დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ბსუ-ს სამაგისტრო პროგრამის „ციფრული მედია და ინოვაციები“ ხელმძღვანელი , პროფესორი ინგა შამილიშვილი და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: ანა ბაჟუნაიშვილი, ელიზა ეფაძე, მარიამ ხალვაში და დიანა ცეცხლაძე