ლურჯი მოცვი

19 აპრილი 2023, 17:35 9212 ნახვა

ლურჯი მოცვი

# „კონტაქტი

ლურჯი მოცვის წარმოება ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობისთვის ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა . იგი კომერციული თვალსაზრისით აგრარული სექტორისთვის მომგებიანი კულტურაა, რადგან ლურჯი მოცვი მოთხოვნადია, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კენკრის პოპულარობას განაპირობებს ორიგინალური მომჟავო-მოტკბო გემო, გამოიყენება კულინარიასა და ხალხურ მედიცინაში , ასევე აქვს ანტიოქსიდური თვისებები.

რა უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა და აგომეწარმეებმა ლურჯი მოცვის გაშენებით დაინტერესების შემთხვევაში- -ამაზე დღევანდელი, 19 აპრილის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი მამუკა თურმანიძე.

ქობულეთიდან ტელეფონით გვერთვებოდა ლურჯი მოცვის მწარმოებელი როდამი ოქროპირიძე.