„ობსიდიანის ტრანსპორტირება და Homo Sapiens-ის მობილურობა დასავლეთ ამიერკავკასიაში ადრე ჰოლოცენის ხანაში“

21 აპრილი 2023, 17:05 8822 ნახვა

„ობსიდიანის ტრანსპორტირება და Homo Sapiens-ის მობილურობა დასავლეთ ამიერკავკასიაში ადრე ჰოლოცენის ხანაში“

# „კონტაქტი

დასავლეთ ამიერკავკასიის ადრე ჰოლოცენის ეპოქის ძეგლებზე სხვადასხვა დროს მოპოვებული ობსიდიანის არტეფაქტების გეოქიმიური კვლევით, უძველეს ადამიანთა მობილურობაზე ინფორმაციის მოპოვებას ითვალისწინებს სამეცნიერო პროექტი „ობსიდიანის ტრანსპორტირება და Homo Sapiens-ის მობილურობა დასავლეთ ამიერკავკასიაში ადრე ჰოლოცენის ხანაში“. პროექტს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით , აჭარის მუზეუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით განახორციელებს. ობსიდიანი, როგორც ვულკანური მინა, უძველეს დროში მოთხოვნადი ნედლეული იყო ქვის იარაღების დასამზადებლად.დღევანდელი, 21 აპრილის გადაცემაში ამ თემაზე ვისაუბრეთ. ასევე, შევეხეთ ტრაპიზონის მიდამოებში გათხრების შედეგად აღმოჩენილი კაჟისა და ობსიდიანის კოლექციების შესწავლისა და ჩვენს რეგიონთან შესაძლო კავშირების დადგენის მიზნით , თურქეთის რესპუბლიკაში ადგილობივი სპეციალისტების ვიზიტს.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო არქეოლოგიის დოქტორი გურამ ჩხატარაშვილი.