"ზაფხულის ფესტივალი"
# „კონტაქტი“
3-4 ივნისს ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს და ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში ოფიციალურად გაიხსნება. სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი თემატურად მრავალფეროვანი ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება . ფესტივალის სლოგანია „ზაფხული იწყება აქ“.
როგორი მომზადებული ხვდება რეგიონი ტურისტულ სეზონს და რა სიახლეები დახვდებათ ვიზიტორებს - ამაზე დღევანდელი, 31 მაისის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“სტუდიის სტუმარი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი.