გარემოს დაგვის მსოფლიო დღე
# „კონტაქტი“
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 1972 წელს დაწესდა და ბოლო ათწლეულებში გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მსოფლიო პლატფორმად იქცა.
ტრადიციულად, ყოველი წლის 5 ივნისს ყურადღების გამახვილება ხდება იმ პერიოდისთვის აქტუალურ თემაზე. 2023 წლის თემაა: „ვებრძოლოთ პლასტიკით დაბინძურებას“.
დღევანდელი, 5 ივნისის გადაცემით გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს გამოვეხმაურეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსი გურანდა ბაგრატიონი.