აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა
# „კონტაქტი“
დღევანდელი, 16 ივნისის გადაცემა აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას დაეთმო. 18 ივნისს ბათუმის საზაფხულო თეატრში აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის მოსწავლეების საანგარიშო კონცერტი გაიმართება. გარდა ამისა, მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიან პროფესიულ პროგრამაზე „კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი“. ასევე, 30 ივნისის ჩათვლით გრძელდება აპლიკაციების მიღება გრძელვადიან პროფესიულ პროგრამებზე: ქორეოგრაფიული საშემსრულებლო ხელოვნება, ხალხური მუსიკა და ტრადიციული რეწვა.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი ვახტანგ ბერიძე.