ზღვის წყლის ხარისხი

23 ივნისი 2023, 17:08 9375 ნახვა

ზღვის წყლის ხარისხი

# „კონტაქტი“

ზღვის წყლის ხარისხი ზაფხულის სეზონზე ყოველთვის აქტუალურია. თუმცა , უკრაინაში კა­ხოვ­კას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის კაშხლის აფეთქებით გამოწვეულმა „ეკოციდმა“ ,საზოგადოების ინტერესი გაამძაფრა. არის თუ არა ზღვაში ბანაობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო? -ამ კითხვაზე პასუხი ბევრს აინტერესებს.

როგორი პერიოდულობით ხორციელდება ზღვის წყლის მონიტორინგი შავი ზღვის აჭარის პერიმეტრზე , რა მაჩვენებლებზე ხდება ზღვის წყლის შემადგენლობის შემოწმება და ლაბორატორიული კვლევის შედეგები არის თუ არა სტანდარტებთან შესაბამისობაში - ამაზე დღევანდელი, 23 ივნისის გადაცემაში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა ნუგზარ პაპუნიძემ ისაუბრა.