ზღვის წყლის ხარისხი
# „კონტაქტი“
ზღვის წყლის ხარისხი ზაფხულის სეზონზე ყოველთვის აქტუალურია. თუმცა , უკრაინაში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებით გამოწვეულმა „ეკოციდმა“ ,საზოგადოების ინტერესი გაამძაფრა. არის თუ არა ზღვაში ბანაობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო? -ამ კითხვაზე პასუხი ბევრს აინტერესებს.
როგორი პერიოდულობით ხორციელდება ზღვის წყლის მონიტორინგი შავი ზღვის აჭარის პერიმეტრზე , რა მაჩვენებლებზე ხდება ზღვის წყლის შემადგენლობის შემოწმება და ლაბორატორიული კვლევის შედეგები არის თუ არა სტანდარტებთან შესაბამისობაში - ამაზე დღევანდელი, 23 ივნისის გადაცემაში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა ნუგზარ პაპუნიძემ ისაუბრა.