საველე ეთნო-არქეოლოგიური საზაფხულო სკოლა

03 ივლისი 2023, 17:21 8789 ნახვა

საველე ეთნო-არქეოლოგიური საზაფხულო სკოლა

# „კონტაქტი“

15-27 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ჩეხეთის ოსტრავას უნივერსიტეტის ორგანიზებით, მაჭახლის ხეობაში საველე ეთნო-არქეოლოგიური საზაფხულო სკოლა გაიმართება.

დღევანდელი, 3 ივლისის გადაცემა ამ თემას დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: როინ მალაყმაძე- პროექტის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი; სულხან მამულაძე- საზაფხულო სკოლის თანაორგანიზატორი, არქეოლოგიის დოქტორი.