როგორი სიტუაცია გვაქვს დღეს და რა შეიძლება მოხდეს - შავი ზღვის ეკოსისტემის რეალური საფრთხე

03 ივლისი 2023, 20:42 5548 ნახვა

როგორი სიტუაცია გვაქვს დღეს და რა შეიძლება მოხდეს - შავი ზღვის ეკოსისტემის რეალური საფრთხე

ხერსონის ოლქში, კახოვკის ჰესის დანგრევისა და წყალდიდობის შედეგად, საფრთხე შეექმნა შავ ზღვასაც,  რადგან მდინარე დნეპრი შავ ზღვაში ჩაედინებაეკოლოგები შიშობენ, რომ მომხდარი კატასტროფის შედეგად, როცა ზღვაში ერთბაშად მდინარის წყლის ასეთი დიდი ნაკადი ჩაიღვრება, - წყალი გამტკნარდება და ზღვის ეკოსისტემას რეალური საფრთხე დაემუქრება. შესაძლოა, განადგურდეს მარილიანი წყლის თევზების თუ წყალმცენარეების არაერთი სახეობა.

დასმულ კითხვებაზე დღეს გადაცემაში მპასუხებს, ბიოლოგიის დოქტორი, ასოციაცია ფლორა და ფაუნას გამგეობის თავმჯდომარე, შავი ზღვის მკვლევარი - არჩილ გუჩმანიძე.