პოლკოვნიკი კურცი
პოლკოვნიკი კურცი, საბოლოოდ დისტანცირდა მორალისგან, მან შექმნა სივრცე, დაცლილი ზნეობრივი ნორმებისგან და თავი ღმერთად გამოაცხადა. თუმცა მისი სამყარო საშინელებათა სამყაროა, რიტუალური მსხვერპლშეწირვა და მკვლელობები. პოლკოვნიკი ომის საშინელებათა პირმშოა, მან ნახა სისასტიკე, რომელსაც მხოლოდ უარესი სისასტიკე თუ დაამარცხებს, ასეთია მისი ლოგიკა. ამისთვის კი მას გარკვეული მორალური იმპერატივებისგან დაცლა სჭირდებოდა