საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია ევროკავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“ ,

19 ივლისი 2023, 17:35 8743 ნახვა

საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია ევროკავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“ ,

# „კონტაქტი“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლიდან ჩართულია ევროკომისიის დაფინანსებულ ჟან მონეს პროგრამაში. პროგრამის მიზანია ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაცია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბათუმის უნივერსიტეტში ფრანგი საზოგადო მოღვაწის ,ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ევროპის პირველი საპატიო მოქალაქის ჟან-მონეს კათედრა ფუნქციონირებს , რომლის ორგანიზებით თემატურად მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.

მორიგ ღონისძიებას, საზაფხულო სკოლას „კონსტიტუციური დემოკრატია ევროკავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“ , ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 25 -28 ივლისს უმასპინძლებს.

დღევანდელი, 19 ივლისის გადაცემა ამ თემას დაეთმო.

‘“კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე.