ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026
# “კონტაქტი“
დემოკრატიული ქვეყნისთვის ახალგაზრდობა მნიშვნელოვანი ფასეულობაა . როგორია მისი როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ახალგაზრდული პოლიტიკის კურსზე .
რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით და ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ,ბათუმში ახალგაზრდული კონგრესი გაიმართა,სადაც წარდგენილ იქნა სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026 .
რას ითვალისწინებს ახალგაზრდული სტრატეგიის ახალი დოკუმენტი და რეგიონის ახალგაზრდების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით რა აქტივობები დაგეგმა ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა -ამაზე დღევანდელი, 22 სექტემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის პროექტების მართვის სამსახურის უფროსი მარიამ სალუქვაძე და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ბენეფიციარი მარია ანთაძე.