ახალი სასწავლო წელი აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში
# „კონტაქტი“
აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული სახელოვნებო სასწავლებელია,რომელიც გრძელვადიანი სასკოლო პროგრამების პარალელურად მოკლევადიან პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს ახორციელებს.
რა გამოწვევების წინაშეა აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა, სადაც ახალი სასწავლო წელი რამდენიმე დღის წინ დაიწყო -ამაზე დღევანდელი, 27 სექტემბრის გადაცემაში ვისაუბრეთ.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობის დარგში ნანული ნინიძე და საინფორმაციო უზრუნველყოფის სპეციალისტი თამარ კვაჭაძე.