გულის მსოფლიო დღე

29 სექტემბერი 2023, 17:56 7891 ნახვა

გულის მსოფლიო დღე

# „კონტაქტი“

29 სექტემბერი გულის მსოფლიო დღეა . ამ დღის მიზანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე საზოგადების ცნობიერების ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

დღევანდელი გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმო გულის დაავადებების გამომწვევ მიზეზებს , მკურნალობასა და პრევენციას .

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინტერვენციული კარდიოლოგი ტატო ჯახია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალ პროგრამაზე „სპორტსმენ ბავშვთა კარდიული სკრინინგი“ გადაცემის მეორე ნაწილში ისაუბრა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ (სატელეფონო ჩართვა) .