29 სექტემბერი 2023, 13:29 1529 ნახვა

საერთაშორისო სანქციების ეფექტები | მთავარი ეკონომიკაში | 29.09.2023

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების 68% რუსეთზე მოდის - როგორ აპირებენ იმპორტიორები დანაკლისის შევსებას რუსეთის ფედერაციის მიერ ბენზინისა და დიზელის ექსპორტის აკრძალვის შემდგომ და მოსალოდნელია თუ არა საწვავის დეფიციტი და კიდევ უფრო მეტად გაძვირება - კითხვებს "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი პასუხობს.

 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, რუსეთზე, საქართველოდან ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების მხოლოდ 7% მოდიოდა - რამდენად მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს ადგილობრივ საავტომობილო ბაზარზე რეექსპორტის აკრძალვა - კითხვებს "საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" დამფუძნებელი ალექსანდრე ნონიაძე პასუხობს.

 მიმდინარე წლის აგვისტოში საფონდო ბირჟებზე ქართული კომერციული ბანკების აქციების ფასის ზრდა დაფიქსირდა - იქონიებს თუ არა გავლენას აღნიშნულ ტენდენციაზე ეროვნული ბანკის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები - კითხვებს "თიბისი კაპიტალის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია პასუხობს.