ალბერტ აილერი ხმა(ური) და მძვინვარება
ალბერტ აილერისთვის მუსიკა იყო ადამიანის ცნობიერს მიღმა არსებულ უნივერსალურ ვიბრაციებთან კავშირი და მისი ხელოვნებით ცდილობდა, რაღაც უფრო მაღალს მისწვდომოდა. ის ძველ ტრადიციებს ახლებურად ამუშავებს - გოსპელი, სპირიჩუელსი, აფროამერიკული მუსიკის ტრადიციები, სამხედრო მარშები, სამგლოვიარო ხმები... ეს ყველაფერი აილერის „ახალ“ ხმებში ისმინება. სწავლობდა და იკვლევდა აფროამერიკული ეკლესიური მუსიკის ტრადიციებს.