ამერიკელი სპეციალისტები აჭარის საკალმახე მეურნეობებში

25 ოქტომბერი 2023, 17:05 7137 ნახვა

ამერიკელი სპეციალისტები აჭარის საკალმახე მეურნეობებში

# „კონტაქტი“

აჭარის საკალმახე მეურნეობებს ამერიკელი სპეციალისტები სტუმრობენ.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ის აგრარული ექსტენციის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ასოციაცია „მომავლის ფერმერი“ ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი მეკალმახეობის განვითარების მხარდაჭერაა.

აშშ-ის აიდაჰოს და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორებისა და აკადემიური პერსონალის ვიზიტს საქართველოში და აჭარაში აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივებს - დღევანდელი, 25 ოქტომბრის გადაცემა დაეთმო.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ: ირმა აფხაზავა- აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ; ზურაბ ვარშანიძე-აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული ექსტენციის განყოფილების უფროსი;რუსუდან გიგაშვილი- ასოციაციის „მომავლის ფერმერი“ ხელმძღვანელი .