ყველა დროის საუკეთესო საცეკვაო სიმღერები VI

11 ნოემბერი 2023, 13:50 1504 ნახვა

ყველა დროის საუკეთესო საცეკვაო სიმღერები VI

არც ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ჟურნალმა მსოფლიო კულტურის შესახებ Rolling Stone-მა გამოაქვეყნა სია სახელწოდებით „ყველა დროის საუკეთესო საცეკვაო სიმღერები“. იმისათვის, რომ ესა თუ ის სიმღერა, საყოველთაოდ აღიარებული მუსიკალური გამომცემლობის, მორიგ პრესტიჟულ რეიტინგში მოხვედრილიყო, იგი არა უბრალოდ საცეკვაო ჟანრის, არამედ მთლიანად „საცეკვაო მუსიკალური კულტურის“ უნდა ყოფილიყო. ეს კი, გაცილებით სპეციფიკური და უკიდეგანო სამყაროა, რომელიც ათწლეულების წინ შეიქმნა და მუდმივად  ვითარდება. ექსპერტებმა 200 კომპოზიცია შეარჩიეს. ჰოდა, სწორედ ეს პრესტიჟული რეიტინგია, წინამორბედთა მსგავსად, „ფმ ფანტაზიების“ დღევანდელი და მომდევნო გადაცემების თემა.