აჭარის მწერალთა სახლის „საიუბილეო სერია"ს ახალი წიგნები შეემატა
# „კონტაქტი“
აჭარის მწერალთა სახლი ქართული პროზისა და პოეზიის მოყვარულთ მალე წარუდგენს „საიუბილეო სერიით “ გამოცემულ გენრიეტა ქუთათელაძის ახალი
ლექსების კრებულს „რეკვიემი დევნილთათვის“, ამირან ხაბაზის რჩეულ ლექსთა კრებულს „გაჰყევ გზასა ქართლისასა“ და ალექსანდრე სამსონიას წიგნს - „ყავა, ფეხბურთი და სიყვარული“.
დღევანდელი, 20 ნოემბრის გადაცემა ამ თემას დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ:ლალი კონცელიძე-აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი(სატ. ჩართვა); ბადრი თევზაძე -ალექსანდრე სამსონიას წიგნის „ყავა, ფეხბურთი და სიყვარული“ რედაქტორი .