ყველა დროის 200 საცეკვაო ჰიტი
მუსიკა უძლიერესი ინსტრუმენტია, რომელსაც ჩვენში ყველაზე მივიწყებული ემოციების გაღვიძება შეუძლია. თუმცა, ყველა სიმღერის ტაქტი როდი აგვაღელვებს და ცეკვისკენ გვიბიძგებს? რუბრიკა, რომელიც „ფმ ფანტაზიების“ სპეც-თემად შევარჩიე - „ყველა დროის 200 საცეკვაო ჰიტი“ ყველაზე მგზნებარე კომპოზიციათა კრებულია, რომელიც გულგრილს მუსიკის არცერთ გულშემატკივარს დატოვებს, მითუმეტეს ცეკვის მოყვარულთ. მოგიყვებით ისტორიებს და ერთად მოვუსმენთ, ყველაზე პოპულარულ ტრეკებს, მილიონობით ადამიანმა რომ შეიყვარა მთელ მსოფლიოში. რეიტინგის უტყუარობაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რადგან იგი, მსოფლიოს წამყვანმა მუსიკალურმა ტაბლოიდმა „როლინგ სთოუნმა“ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა. ჩამონათვალი, არა მხოლოდ წარმატების სტანდარტით შეირჩა, არამედ მუსიკის ისტორიაზე ზეგავლენით. ასე, რომ თითოეული მათგანი თავისებურად კარგია. ვიწყებთ რადიო აჭარის შუაღამის ეთერს, ფმ ფანტაზიებით.